საქართველოში ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, ხან ჭენგი იმყოფება.

ხან ჭენგი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად თბილისს ოფიციალური ვიზიტით დღეს, 6 ნოემბერს ეწვია. აეროპორტში მას მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ხან ჭენგის შეხვედრები მიხეილ ყაველაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან.