„ბიძინა ყ**ა? კი – არა“ – ამ წარწერით ბანერის დაჭერის გამო პოლიციამ მოქალაქე ნოდარ წიწრიაშვილი დააკავა.

ნოდარ წიწრიაშვილი დღეს, 27 ივლისს, თბილისის საკრებულოს წინ მიმდინარე აქციაზე დააკავეს. როგორც ადგილზე მყოფმა საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გოგა მემანიშვილმა განაცხადა, ნოდარ წიწრიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევის, გამო დააკავეს, კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.

„ბიძინას შეურაცხყოფა ჩემი თვითმიზანი არ არის, ბიძინა შეურაცხყოფას თავის თავს თვითონ აყენებს“, – განაცხადა დაკავებამდე ნოდარ წიწრიაშვილმა.

აქციის მონაწილეები თბილისის საკრებულოსთან პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც გუშინ ამავე ადგილზე ბანერების გამო 10 პირი დააკავეს. გუშინ მათ დაკავებას წინ უძღოდა თორნიკე თოშხუას დაკავება, რომელსაც ხელში ბანერი ეჭირა წარწერით: „ბიძინა ყ**ა? კი – არა“