ახალი ამბები

როდესაც პოლიცია ბანდიტურად იქცევა, პასუხი უნდა მიიღონ, როგორც ბანდიტებმა — სააკაშვილი

20 დეკემბერი, 2018 • 1540
როდესაც პოლიცია ბანდიტურად იქცევა, პასუხი უნდა მიიღონ, როგორც ბანდიტებმა — სააკაშვილი

“როდესაც პოლიცია იქცევა, როგორც ბანდიტები, მათ უნდა მიიღო პასუხი, როგორც ბანდიტებმა”, — თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტვ პირველზე გადაცემა “პოლიტმეტრში”.

წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დაკავების კონტექსტში ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა სააკაშვილი, რომ ოპოზიცია არასწორად მოიქცია 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად, მომხდარი არეულობისას, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა:

“საქართველოში თუ პოლიცია იტაცებს ქუჩაში ადამიანს, როდესაც მოიტაცეს აფგან მუხთარლი, ის პოლიცია იყო? ისინი ჩვეულებრივი ბანდიტები იყვნენ. თუ პოლიცია ვიღაცას სცემს, თუ პოლიცია ქურდებს მიიყვანს და ქურდებს აცემინებს ადამიანებს, თვითონ კი იქვე დგას, თუ პოლიცია თვითონ არის დაკავებული პირადი ანგარიშსწორებით და ა.შ. – ეს ხომ აღარ არის პოლიცია”? – თქვა სააკაშვილმა.

“ის ადამიანები, ვინც პოლიციაში არღვევენ კანონს, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავსაჯოთ, ჩვენ არ უნდა ვცემოთ და რაღაც. ეს ნამდვილად არ არის ჩემი სტილი და ცხოვრებაში ფიზიკურად ნაღდად არავიზე გამიწევია, მაგრამ ის, რომ ამ შემთხვევაში, პოლიცია ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ ივანიშვილის მეთაურობით გადააქცია კრიმინალური სისტემის ჩვეულებრივ დანამატად”, – დასძინა მან.

სააკაშვილმა ისაუბრა ენმ-ის წევრის, დავით კირკიტაძის დაკავებაზეც და იგი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფიგურად მოიხსენია საორგანიზაციო საქმეებში. მისივე თქმით, “კირკიტაძემ და მისმა თანამებრძოლებმა გამოგლიჯეს” გამარჯვება “ქართულ ოცნებას”.

ყოფილმა პრეზიდენტმა კირკიტაძის დაპატიმრებას უწოდა “შურისძიება” იმის გამო, რომ მან მოახერხა, რუსთავში გრიგოლ ვაშაძეს გაემარჯვებინა.

კირკიტაძე გურჯაანი-თელავის გზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დააკავეს და 19 დეკემბერს წაუყენეს ბრალი. 19 დეკემბერსვე დააკავეს კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი ადამიანი. იგი დაკავებულია სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით – მას პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი