ახალი ამბები

აშშ-ს სირიიდან სამხედროები გაჰყავს

19 დეკემბერი, 2018 • 1283
აშშ-ს სირიიდან სამხედროები გაჰყავს

ამერიკის შეერთებულ შტატებს სირიიდან სამხედრო ძალები გაჰყავს.

თავდაპირველად ინფორმაცია სხვადასხვა ამერიკულმა გამოცემამ, მათ შორის CNN-მა და “უოლ სტრიტ ჯორნალმა” (WSJ) გაავრცელა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ინფორმაცია მალევე დაადასტურა თეთრმა სახლმა BBC-სთან საუბარში.

ამ ნაბიჯით აშშ, როგორც ჩანს, ცვლის სტრატეგიას ახლო აღმოსავლეთში, — წერს WSJ.

ჯარების გამოყვანა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სურვილი იყო. იგი დიდი ხანია ამბობდა, რომ აშშ სირიაში აღარ უნდა იყოს.

ამჟამად სირიაში 2 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. ისინი ძირითადად ადგილობრივ ძალოვანებს წვრთიან ISIS-სთან საბრძოლველად.

ტრამპა 19 დეკემბერს დატვიტა, რომ ISIS სირიაში უკვე დაამარცხეს და აშშ-ის სირიაში ყოფნის ერთადერთი მიზეზიც ამ დაჯგუფებასთან ბრძოლა იყო.

ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ მზადაა, “ყველა დონეზე ხელახლა ჩაერთოს საქმეში, რათა დაიცვას ამერიკის ინტერესი, როდესაც საჭირო იქნება”.

აშშ-ის ეს გადაწყვეტილება პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ხაზისგან განსხვავდება. იგი საფრთხეში ტოვებს ვაშინგტონის მხარდამჭერებს ქურთისტანის მხარეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი