შსს-ს ცნობით, ბრალდებული მიმდინარე წლის 26 ივნისს ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე აფთიაქს დაესხა თავს, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 280 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული, რომელიც წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი, ზუგდიდში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
