ახალი ამბები

აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

29 ივნისი, 2014 • • 1159
აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან სენატორი ტომ ჰარკინი (აიოვა, დემოკრატიული პარტია), კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა, რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი ადამ შიფი (კალიფორმია, დემოკრატიული პარტია), კონგრესმენი ფილ გინგრი (ჯორჯია, რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი დევიდ შვაიკერტი (არიზონა, რესპუბლიკური პარტია).


დელეგაცია გამართავს შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან. დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრა ოპიზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან.


დელეგაცია განიხილავს ევროპის კავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებასა და საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხებს.


“ხაზი გაესმება, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ტერიტორიულ მთლიანობას, აგრეთვე დიდად აფასებს საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლსა და კონტრიბუციას ნატოს მისიებში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი