ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აქცია “მშვიდობისმყოფელი” სოხუმში

27 ივნისი, 2014 • • 1106
აქცია “მშვიდობისმყოფელი” სოხუმში

როგორც აფხაზური საინფორმაციო სააგენტო აპსნიპრესი იუწყება, აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და სტუმრებს რუსი მშვიდობისმყოფელების მიერ ჩადენილი გმირობა შეახსენეს.


აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ავტო, მოტო და ველორბოლა მოეწყო, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტინგენტის შესვლიდან ოცი წლისთავს მიეძღვნა. 

 

ავტოკოლონების მარშრუტმა გუდაუთაში, სოხუმსა და გალში გაიარა.


ამავე დღეს გალში, დაღუპული რუსი სამშვიდობოების მემორიალთან სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყო, რომელიც რუსი სამშვიდობოების ხსოვნას მიეძღვნა.


“აქცია “მშვიდობისმყოფელი” დიდხანს დარჩება აფხაზი ხალხის მეხსიერებაში”, – წერს სააგენტო აპსნიპრესი.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი