ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში ევრაზიულ კავშირთან ინტეგრაციზე ფიქრობენ

27 ივნისი, 2014 • • 1279
სოხუმში ევრაზიულ კავშირთან ინტეგრაციზე ფიქრობენ

“ეროვნული უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევრაზიული ინტეგრაციის ყველა პროცესში, როგორც თანასწორმა, დამოუკიდებელმა სახელმწიფომ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ. თანამედროვე გამოცდილება უცხო ქვეყნებისა აჩვენებს, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა სრულიად მარტოს დღესდღეობით შეუძლებელია. გლობალური საერთაშორისო პოლიტიკის მიზეზ-შედეგობრივი ფაქტორების ჩამოთვლას არ დავიწყებ –  ამაზე ბევრია დაწერილი და ნათქვამი. ჩვენთვის კი უახლოეს დროში, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების მიზნით ყველა შესაძლო კონქტაქტის აქტივიზაცია ბელორუსთან და ყაზახეთთან, რაც უზრუნველყოფს ჩვენს სრულყოფილ მონაწილეობას ინტეგრაციულ პროცესებში. აღიარების პერსპექტივები არსებობს – ამ მიმართულებით საჭიროა მუშაობა. 

 

საბაჟო კავშირში მონაწლეობის სარგებელი თვალსაჩინოა. ეკონომიკური საქმიანობის აქტივიზაციით ბაზრის გახსნა აფხაზი მეწარმეებისთვის,საშუალებას მოგვცემს, პირველ რიგში, შევინარჩუნოთ აფხაზური სოფელი, როგორც ჩვენი კულტურის კერა და შევინარჩუნოთ აფხაზური ენა და ეროვნული იდენტობა,”- განაცხადა მოხსენების დროს აფხაზეთის მეცნიერების აკადემიის პრეზიდიუმის წარმომადგენელმა, ახრა არისტავამ. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი