ახალი ამბები

თბილისი-წითელი ხიდის გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აგვისტოს ბოლოს დასრულდება

27 ივნისი, 2014 • • 1614
თბილისი-წითელი ხიდის გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აგვისტოს ბოლოს დასრულდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისი-წითელი ხიდის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის 11 მარტს დაიწყო. სამუშაოებს ახორციელებს კომპანია „ ფინ–ესტატე“, ხოლო კონტრაქტის ღირებულება შეადგენს 3.229.9 ათას ლარს. სამუშაოებზე დასაქმებულია 40–ზე მეტი ადამიანი და მუშაობს 10 ერთული ტექნიკა.

 

დეპარტამენტი იუწყება, რომ თბილისი-წითელი ხიდის 5-კილომეტრიან მონაკვეთზე უკვე შესრულდა არსებული საფარის ფრეზირება, საფუძვლის მოწყობა სტაბილიზაციის მეთოდით, ეზოში შესასვლელები, ასფალტ-ბეტონის ქვედა ფენის დაგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის სავალ ნაწილზე ასფალტ–ბეტონის ზედა ფენის საფარის დაგება, მიერთებების, კიუვეტების, გვერდულებისა და ავტობუსების მოსაცდელი პავილიონების  მოწყობის სამუშაოები.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საგზაო ნიშნების, ლითონის ზღუდარების მოწყობა, გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და 77 მეტრი სიგრძის ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც მდინარე ალგეთზე მდებარეობს, მოიცავს  არსებული ფილების შეცვლას, შემასწორებელი ფენის და ასფალტ–ბეტონის საფარის დაგებას.

 

თბილისი-წითელი ხიდის სარეაბილიტაციოს სამუშაოები.2014 წლის 27 ივნისი
თბილისი-წითელი ხიდის სარეაბილიტაციოს სამუშაოები.2014 წლის 27 ივნისი

გასულ წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისი-წითელი ხიდის კმ52–კმ56 მონაკვეთს, აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

 

დეპარტამენტი მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წითელი ხიდი თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს, მასთან დამაკავშირებელი, საერთაშორისო მნიშვნელობის „თბილისი – წითელი ხიდის“ გზა  მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აკავშირებს აზერბაიჯანთან და სომხეთთან. აღნიშნული გზით ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვები და სარგებლობენ აზერბაიჯანელი ტურისტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი