ახალი ამბები

ქალი, რომელმაც Facebook Live-ში მეტეხთან თვითმკვლელობა სცადა, გადაარჩინეს

18 დეკემბერი, 2018 • 3004
ქალი, რომელმაც Facebook Live-ში მეტეხთან თვითმკვლელობა სცადა, გადაარჩინეს

გუშინ, 17 დეკემბერს, მეტეხის ხიდიდან ქალი მტკვარში გადახტა და თვითმკვლელობა სცადა, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ და მდინარიდან მალევე ამოიყვანეს.

თვითმკვლელობის მცდელობამდე ქალი ვალებსა და ფინანსურ პრობლემებზე 15 წუთის განმავლობაში საუბრობდა, რომელიც უმუშევრობის შედეგად მის ოჯახს შეექმნა.

34 წლის ქალის თქმით, მან მუშაობა ვერსად ვერ დაიწყო, მათ შორის, ვერც დამლაგებლად, და ბანკის კრედიტის გამო არამხოლოდ მას, არამედ მის ახლობელ ორ ოჯახსაც ექმნებოდა პრობლემა, რადგან ისინი ამ ქალის თავდებები იყვნენ სესხის აღებისას.

როგორც აღნიშნული ქალი ვიდეოში ამბობს, მან სამსახური იმიტომ ვერ იშოვა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია.

ნეტგაზეთი გირჩევთ:

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები

მასალების გადაბეჭდვის წესი