ახალი ამბები

თემურ აბაზოვი ადასტურებს, რომ “ოცნების” შტაბში იმყოფებოდა

17 დეკემბერი, 2018 • 1748
თემურ აბაზოვი ადასტურებს, რომ “ოცნების” შტაბში იმყოფებოდა

მარნეულის მერი, რომელსაც ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და პირადი ინფორმაციის ხელყოფაში ადანაშაულებენ, დღეს, 17 დეკემბერს “ქართული ოცნების” შტაბში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან ნეტგაზეთს დაუდასტურა.

“ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ გავაკეთებ. კი, ბევრი ხალხი ვნახე, რომელიც დიდი ხანია არ მინახავს. ჩვენი გუნდის წევრები,” – ამბობს თემურ აბაზოვი ნეტგაზეთთან საუბარში.

ნეტგაზეთის კითხვაზე, შეხვდა თუ არა ის ბიძინა ივანიშვილს, აბაზოვი თავიდან გვპასუხობს, რომ ეს მან არ იცის, შემდეგ კი ამბობს, რომ ივანიშვილი არ უნახავს.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა პარტიის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ შეხვდრის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობენ.

აბაზოვი თითქმის 7-თვიანი წინასწარი პატიმრობიდან 13 დეკემბერს გაათავისუფლეს.

პროკურატურის ცნობითვე, დაცვის მხარის არგუმენტი იყო, რომ საქმის ძირითადი მოწმეები გამოკითხულია და წერილობითი მტკიცებულებები გამოკვლეულია, შესაბამისად, მათი მტკიცებით, აღარ არის საფრთხე [აბაზოვის მიერ მათზე ზემოქმედებს]”.

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.


აბაზოვს პროკურატურამ თავდაპირველად მხოლოდ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დასდო ბრალი, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. სექტემბერში აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა — იგი პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფაშიც დაადანაშაულეს.

რადიო მარნეულმა  და სტუდია მონიტორმა 12 ივნისს გაავრცელეს ცნობა, რომ მარნეულში ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახის საკუთარი შარდით დაბანა აიძულეს.

მათ თანახმად, მარნეულელმა კაცმა თბილისში, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ივანიშვილსა და აბაზოვს შეაგინა, ეს კადრები ფეისბუკზე მესამე პირმა ატვირთა, მოგვიანებით კი სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს აღნიშნული გინების გამო. გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, თითქოს მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან – “შენ ღირსება არ გაქვს”.

როგორც სათემო რადიო წერს, დამამცირებელი ვიდეოს გადაღებას ესწრებოდა მარნეულის მერი თემურ აბაზოვიც. თუმცა თავად აბაზოვმა უარყო ცნობები და განაცხადა, რომ შემთხვევის შესახებ არაფერი იცოდა.

ამავე თემაზე

ვიდეო ▶ მარნეულში აბაზოვის გათავისუფლება მისმა მეგობრებმა ფოიერვერკით აღნიშნეს

მასალების გადაბეჭდვის წესი