“როგორც ხედავთ, ამას ხშირად იტაცებს ქართული საზოგადოების შიგნით სოკოებივით ამოშლილი პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს არის გეგმა, რომელიც დაისახა უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში გარკვეული პერიოდის წინ და იმ გეგმის მიხედვით ვითარდება მოვლენები. ამიტომ ჩვენ ამ გეგემის ნაწილი არ უნდა გავხდეთ, არ უნდა ავყვეთ. ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაც, ამას პროცესში დაჭირდება შერიგება, ჰუმანიტარული, სხვა სახის ურთიერთობების წინ წამოწევა. რა თქმა უნდა, ამას სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვექცეთ ჩვენი მოწინააღმდეგეების გეგმის ნაწილად,” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, დე ფაქტო ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი მოკლებულია ყველანაირ საერთაშორისო სამართლებრივ და საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერ შედეგებს:
“ამას არ ექნება არანაირი მნიშვნელობა, არც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, არც ჩვენთვის. რადგან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ქართული მოსახლეობა, და არა მარტო ქართული, არ იღებს მონაწილოებას ამ დადგმულ სპექტაკლში. აქედან გამომდინარე, მსოფლიოსთვის და ჩვენთვის არანაირი სამართლებრივი შედეგების მატარებელი არ იქნება ეს. ამიტომ ნებისმიერი ინსინუაცია და განცხადების სერიოზულად გაკეთება ამ კუთხით არ მიმაჩნია მნიშვნელოვნად”.

