“ჯეიმსი მართალია, როდესაც იძახის, რომ საქართველო დღეს ნატოში სრული წევრობისთვის მზად არ არის. დღეს საქართველო და ნატო საუბრობს ინტეგრაციის შემდეგ ნაბიჯზე, რომელიც არის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ე.წ. MAP-ი, და ჩვენ კიდევ დაგვჭრდება გარკვეული წლები, რომ გავხდეთ სრულად მზად პოლიტიკური სისტემით, უსაფრთხოების ზომებით და თავდაცვისუნარიანობის დონით, რომ გავხდეთ სრულად ნატოს წევრები. და აქ არაფერი გასაკვირი არ არის.
ჩვენ ვსაუბრობთ ამ ეტაპზე საქართველოს შემდეგ ნაბიჯზე ინტეგრაციის პროცესში, თუმცა მე ვთვლი, ის, რაც ხდება უკრაინაში რუსეთის აგრესია და რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტი უნდა კარნახობდეს საქართველოსთან ერთად დაიწყოს ძალიან მალე გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში უნდა გაიმართოს ნატოს სამიტი უელსში, თუმცა მანამდე, 24 და 25 ივნისს, ბრიუსელში იმართება ნატოს მინისტერიალი, სადაც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს განაცხადა, რომ ნატოს უელსის სამიტზე საქართველოს თანამშრომლობის ახალ, დამოუკიდებელ პაკეტს შესთავაზებს, რომელიც ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას დააჩქარებს.
