ახალი ამბები

მოვუწოდებთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე – TI

17 დეკემბერი, 2018 • 1150
მოვუწოდებთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საქართველოს მთავარ პროკურატურას არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. საქმე ეხება 15 დეკემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ რეპორტაჟს, სადაც ნაჩვენები ვიდეოჩანაწერები ასახავს ხმების გაყალბების სავარაუდო ფაქტებს.

“არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. ვიდეოჩანაწერების მეშვეობით შესაძლებელია იმ ადამიანთა იდენტიფიცირება, რომლებიც იყვნენ ამ პროცესში ჩართული. მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე, მათ შორის, დაადგინოს ჩანაწერების ავთენტურობა.

ამასთანავე, მივმართავთ, ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, მიიღონ სათანადო დისციპლინარული ზომები ჩანაწერებში ნაჩვენები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ,” – წერია TI-ის განცხადებაში.

ვრცლად :

რ2-ის კადრებზე ცესკო და შსს ჯერ კომენტარს არ აკეთებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი