ახალი ამბები

გურჯაანი-თელავის გზაზე მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის ორ აქტივისტს სცემეს – დეკანოიძე

17 დეკემბერი, 2018 • 1603
გურჯაანი-თელავის გზაზე მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის ორ აქტივისტს სცემეს – დეკანოიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ გურჯაანი-თელავის გზაზე მიმდინარე აქციაზე მობილიზებულმა პირებმა ოპოზიციის ორ აქტივისტს სცემეს. ამის შესახებ მან “რუსთავი2”-ის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ისაუბრა.

მისი თქმით, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება ორ ადამიანს: შოთა დალაქიშვილსა და ნიკა ჭურაძეს. დეკანოიძის განცხადებით, ადგილზე მყოფი პირებმა, რომლებსაც ის “ზონდერებად” მოიხსენიებს, ჭურაძეს ჩაქუჩს ურტყამდნენ.

დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ადგილზე მყოფმა პოლიციამ ინციდენტის აღოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს არ მიმართა.

“გახარიას პოლიციამ მოახდინა მობილიზება იმ ზონდერების, რომლებიც მოგვეპარნენ უკნიდან და ჭურაძე და დალაქიშვილი საშინლად სცემეს.

…იქ პოლიცია იდგა, რომელიც არ გაინძრა, სანამ ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა არ დარეკა 112-ში.

…იქ არის აფთიაქი, სადაც ვიდეო თვალთვალის კამერაა. მოვუწოდებ გახარიას და ყველას, ვინც უნდა იყოს ჩართული ადამიანის უსაფრთხოებაში ჩართული, ამოიღონ კადრები და დასაჯონ ეს ადამიანები”, – განაცხადა მან.

გურჯაანი-თელავის გზაზე მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ისე პოლიციელები.

შსს-ს ცნობით, ათამდე პოლიციელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ დაბეჟილობები და თავის ქალის ტრავმა აღენიშნებათ.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” კი ამბობენ, რომ დაპირისპირებისას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაშავდა ოპოზიციის რიგებიდან, თუმცა ეს დაზუსტებული მონაცემი არ არის.

თელავის გზაზე დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პოლიციელი და აქციის მონაწილე დაშავდა

მასალების გადაბეჭდვის წესი