ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთთან შეერთების საკითხზე სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი ჩატარდება

24 ივნისი, 2014 • • 1347
რუსეთთან შეერთების საკითხზე სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი ჩატარდება

“ჩვენ არ ვამბობთ უარს ჩვენს ლოზუნგებზე, არ იქნება არანაირი ორმაგი მიდგომა ამ საკითხზე. საკითხი გატანილი იქნება რეფერენდუმზე,”- განაცხადა პარლამენტის სპიკერმა. 

 

ბიბილოვის პარტიამ “ერთიანმა ოსეთმა” საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დაახლოებით 46% მიიღო. მისი საარჩევნო კამპანია ეფუძნებოდა დაპირებებს რუსეთთან მიერთების შესახებ. 

 

საკითხს დღეს, 24 ივნისს საქართველოს შს მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე გამოეხმაურა.

 

„ ამ რეფერენდუმთან დაკავშირებით,  რა თქმა უნდა,  ჩემი შეფასება იქნება უარყოფითი . იქნება კიდევ ერთი ისეთი ნაბიჯი, ეს ოსი  ხალხისთვის იქნება მიუღებელი, მაგრამ მე რატომღაც მჯერა, რომ  ოსი ხალხი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ქვია საქართველოს ერთობა და საქართველოს ოსეთთან კვლავ ინტეგრირება,”- განაცხადა მინისტრმა. 

ანატოლი ბიბილოვი; ფოტო: იტარ-ტასი
ანატოლი ბიბილოვი; ფოტო: იტარ-ტასი

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი