
საუკეთესო შედეგი [8-დან 10 ქულამდე] მე-11 კლასის მოსწავლეებმა სწორედ გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში აჩვენეს.
მიმდინარე წელს მეთერთმეტეკლასელები გამოცდებს აღნიშნულ 4 საგანში აბარებდნენ. მომავალ წელს კი გამოცდები დანარჩენ 4 საგანში ჩატარდება.
რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათ ეს მონაცემები არ აქვთ, ვინაიდან, როგორც ცენტრში განმარტავენ, აქამდე გამოცდებს უშუალოდ სკოლა ატარებდა და, შესაბამისად, მათ არ ევალებოდათ აღნიშნული შედეგების ცენტრისთვის მიწოდება.
“გარდა ამისა, სკოლებს ჰქონდათ უფლება თავად შეერჩიათ ტესტირების თუ გამოცდის ტიპი, შესაბამისად, გამოცდები არ ჩატარებულა უნიფიცირებული სქემით და შედეგების განზოგადება თუ ზოგადი სტატისტიკისათვის ამ შედეგების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი,”- განუმარტეს ნეტგაზეთს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
თუმცა 2013 წლის გამოსაშვებ გამოცდებზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის მაშინდელი ინფორმაციით, ფიზიკის საგანში ბარიერი დაახლოებით 14%-მა ვერ გადალახა, გეოგრაფიაში – 6%-მა. ამ მონაცემებს თუ შევადარებთ ერთმანეთს, გამოდის, მე-12 კლასის მოსწავლეებმა შარშან აღნიშნულ საგნებში უფრო ცუდი შედეგები აჩვენეს.
