საქართველოს არის როგორც წყარო, ისე ტრანზიტული და მიმღები ქვეყანა ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების, კაცებისა და ბავშვებისთვის. ანგარიშის მიხედვით, ქალები უფრო მეტად სექსუალური, ხოლო კაცები და ბავშვები შრომითი ექსპლუატაციის ობიექტები არიან. გოგონები და ქალები საქართველოდან არიან სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და რუსეთში. ქალები აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იძულებით არიან ჩართულნი პროსტიტუციასა და სექსინდუსტრიაში საქართველოში, კერძოდ, ისეთ ტურისტულ ადგილებში, როგორიცაა ბათუმი და გონიო.

 

2013 წლის მაისში სექს-ტრეფიკინგის უზბეკი მსხვერპლი მოკლული იქნა დასავლეთ საქართველოში.

 

ექსპერტები იუწყებიან, რომ ქალები ჩართული ხდებიან სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლნი საუნებში, სტრიპტიზ-კლუბებში, კაზინოებში, სასტუმროებში. ქართველი მამაკაცები და ქალები არიან იძულებითი შრომის ობიექტები როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში, კვიპროსში, იტალიაში, ყატარში, შვედეთში და სხვა ქვეყნებში. ქართველი მიგრანტები სამუშაოს იღებენ სოფლის მეურნეობის და სხვა დაბალკვალიფიციურ სფეროებში, სააგენტოებთან უშუალო კონტაქტის შედეგად და შემდეგ ხდებიან მიმღებ ქვეყნებში მსხვერპლნი. ბოლო წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები გამოიყენებოდნენ სოფლის მეურნეობის, მშენებლობის და სხვა საოჯახო ტიპის საქმიანობაში. ზოგ შემთხვევაში ქუჩაში მყოფ ბავშვებს აიძულებენ მოწყალების თხოვნას ან ქურდობას.

 

საქართველო არის სატრანზიტო ქვეყანა ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიყავთ თურქეთში. არ არსებობს ინფორმაცია ტრეფიკინგის შესახებ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში.

 

საქართველოს მთავრობა სრულად ვერ აკმაყოფილებს მინიმალური სტანდარტებს ტრეფიკინგის ფაქტების გამოსავლენად, თუმცა არ იშურებს ძალისხმევას ამისთვის. 2013 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით 5 მსჯავრდებულია, 2012 წელს ამ მუხლით არც ერთი პირი არ ყოფილა მსჯავრდებული და 2010-ში – მხოლოდ ერთი. საანგარიშო პერიოდში მთავრობამ გამოძია და დამნაშავედ ცნო 143-ე მუხლით 2 ბრალდებული, საქმე ეხებოდა სექსუალური ტრეფიკინგის ფაქტებს. ამ ორი ბრალდებულიდან 1-ს მიუსაჯეს 11 წლი და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

მთავრობა აგრძელებს სატრენინგო პროგრამებს პოლიციელებისთვის, გამომძიებლებისთვის, მოსამართლეებისთვის. თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პოლიციელებს ნაკლები უნარები აქვთ მოწმე-მსხვერპლის ინტერვიურების ტექნიკაში. პოლიციამ დააპატიმრა პროსტიტუციაში ჩართული უამრავი ქალი, რომელთა უმრავლესობა არ დაკითხულა იმ კუთხით, რომ შესაძლოა ისინი იყვნენ ტრეფიკინგის მსხვერპლები და პოტენციური მსხვერპლები შესაძლოა იძულებულნი გახდნენ ჩვენებები მიეცათ ბორდელების მფლობელებისა და სუტენიორების წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობას არ წარმოუდგენია ანგარიშში რაიმე ფაქტი, მთავრობის რომელიმე წარმომადგენლის მონაწილეობის შესახებ ტრეფიკინგთან დაკავშირებულ დანაშაულებში.

 

დაცვა

 

საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და დაცვის კუთხით, თუმცა არასაკმარისად იცავდა ბავშვებს, რომლებსაც აიძულებენ მოწყალების თხოვნას ქუჩაში, ასევე, სექსლუალური ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალებსა და გოგონებს. საანგარიშო პერიოდში მთავრობის მიერ იდენტიფიცირებული იქნა სექს-ტრეფიკინგის 42 მსხვერპლი, წინა საანგარიშო პერიოდში იყო ეს მონაცემი იყო 18. საქართველოს შიგნით შრომითი ტრეფიკინგის არც ერთი მსხვერპლი არ გამოვლენილა. ექსპერტების შეშფოთებას იწვევს მსხვერპლთა იდენტიფიკაციის დაბალ დონეს ბავშვებში, რომლებიც ქუჩაში ხდებიან ექსპლოატაციის მსხვერპლები; უცხოელ ქალებში, რომლებიც სექს ვაჭრობაში არიან ჩართულნი; ასევე, ქართველ და უცხოელ მოქალაქეებში, რომლებიც სახიფათო სამუშაოებზე არიან დასაქმებულები.

 

მთავრობას ისევ არ აუმოქმედებია შრომითი ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელიც დააკვირდება იძულებითი შრომის შესახებ ქეისებს. მსხვერპლთა დაცვის სერვისის შეთავაზების გარეშე, პოლიციის მიერ განხორციელებული ზოგიერთი რეიდი ბორდელებში სრულდება ისე, რომ არ ხდება ტრეფინკიგი შესაძლო ან პოტენციური მსხვერპლის გამოვლენა.

 

საანგარიშო პერიოდში მთავრობა აფინანსებდა 2 თავშესაფრის ფუნქციონირებას, თუმცა სრულწლოვან მსხვერპლებს არ ეძლევათ თავშეფრის დატოვების შესაძლებლობა თანმხლების გარეშე. 2 თავშესაფარი ფუნქციონირებს NGO-ების ბაზაზე.

 

საანგარიშო პერიოდში, სამთავრობო თავშესაფარში სამედიცინო დახმარებით, ფსიქოლოგიური კონსულტაციით და სამართლებრივი დახმარებით ტრეფიკინგის 15 მსხვერპლმა ისარგებლა. ტრეფიკინგის 29 მსხვერპლმა მიიღო ფინანსური დახმარება მთავრობისგან, ეს არის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 650 აშშ დოლარის ოდენობით თითოეული მსხვერპლისთვის. გასულ საანგარიშო პერიოდში ასეთი დახმარება მხოლოდ 5 მსხვერპლს გაეწია.

 

მთავრობის ანგარიშის მიხედვით, ტრეფიკინგის მსხვერპლ უცხოელებს ჰქონდათ დროებითი საცხოვრებლის მიღების უფლება, მაგრამ ამ უფლებით სარგებლობა საანგარიშო პერიოდში არც ერთ უცხოელ მსხვერპლს არ მოუთხოვია. 2013 წლის მაისში მთავრობამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის შეთანხმებას საერთაშორისო ორგანიზაციასთა, რომელიც უცხოელ მსხვერპლებს სთავაზობს დასაქმებას და სხვა ტიპის დახმარებას, რეპატრიაციის ჩათვლით.

 

მთავრობამ ფსიქოლოგიური დახმარება შეთავაზა 35 მსხვერპლს, სამართლებრივი დახმარება – 41-ს, 29-მ მიიღო ფინანსური დახმარება, 6-მა – თავშესაფარი, 11-მა – სამედიცინო დახმარება. ტრეფიკინგის მსხვერპლის დეპორტაცია დაუშვებელია კანონით. საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ ახდენენ შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლების იდენტიფიცირებას და დახმარებას იტალიასა და ყატარში.

 

პრევენცია

 

საქართველოს მთავრობა აგრძელებდა საანგარიშო პერიოდში პრევენციის მიზნით ანტიტრეფიკინგულ აქტივობას, ახორციელებდა ფართო საზოგადოებრივ საინფორმაციო კამპანია. მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ სატელევიზიო შოუებში, სადაც იყო ტრეფიკინგის საფრთხეებზე დისკუსია. მთავობამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, გამოსცა და გაავრცელა საინფორმაციო ბროშურები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე,  სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე და საკონსულოებში საზღვარგარეთ.

 

მთავრობამ 2013 წლის აპრილში ჩაატარა საინფორმაციო სემინარები ადგილობრივ NGO-ებთან ერთად საქართველოს სამ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში.

მთავრობამ გაავრცელა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მასალები ობოლ და მზრუნველობასმოკლებულ ბავშვებში, ახალგზრდების რისკ ჯგუფებში. მთავრობა აფინანსებდა ანტიტრეფიკინგულ ცხელ ხაზს.


XXX


შეგახსენებთ, რომ მეორე კალათაშუ ხვდებიან ქვეყნები, რომლებიც სრულად ვერ აკმაყოფილებენ ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის აქტის მინიმალურ სტანდარტებს, მაგრამ მნიშვნელოვან ძალისხმევას ეწევიან ამ სტანდარტებთან თავსებადობის მიზნით. 2012 წლამდე საქართველო პირველ კალათაში, ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით მოწინავე ქვეყნების სიაში იყო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *