ახალი ამბები

უნგრეთში შრომის ახალ, “მონურ კანონს” აპროტესტებენ

14 დეკემბერი, 2018 • 2174
უნგრეთში შრომის ახალ, “მონურ კანონს” აპროტესტებენ

უნგრეთში შრომის ახალი კანონის მიღებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საკანონმდებლო ცვლილებებით, კომპანიებს უფლება აქვთ, დასაქმებულისგან წელიწადში 400 საათამდე ზეგანაკვეთური მუშაობა მოითხოვონ, კუთვნილი ანაზღაურების გადახდის გადავადება კი სამი წლის განმავლობაში შეუძლიათ.

კანონის მიღება პარლამენტში ოპოზიციამაც გააპროტესტა, კანონპროეტის მიღება დარბაზში სტვენისა და შესაძხილების ფონზე მოხდა. 13 დეკემბერს პარლამენტის შენობის გარეთ ასობით ადამიანი იყო შეკრებილი და “მონური შრომის” პირობებს აპროტესტებდა. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში პოლიციელები იდგნენ და კარს დემონსტრანტებისგან იცავდნენ.

ამ ცვლილებების ,იხედვით, ის ადამიანები, რომლებიც დღეში, მაგალითად, 8 საათს მუშაობენ, ყოველდღე ზეგანაკვეთური მუშაობა კიდევ ერთ საათს მოუწევთ. ანუ კვირაში ერთი სამუშაო დღით მეტი, რაც წელიწადში 50 დამატებით სამუშაო დღეს ნიშნავს.

ქვეყნის პრემიერი ვიქტორ ორბანი ირწმუნება, რომ ახალი შრომის კანონმდებლობით ყველა, მათ შორის, დასაქმებულები და დამსაქმებელიც ისარგებლებენ. მეტიც, მთავრობის ხელმძღვნელის თქმით, კანონი ქვეყნაში უმუშევროვრობის შემცირებას შეუწყობს ხელს.

“ჩვენ ამ პროცესს ბიუროკრატიას ვაშორებთ. ვისაც სურს მეტი გამოიმუშაოს, მეტი მუშაობა მოუწევს. კანონით ამ ხალხს ამის შესაძლებლობას ვაძლევთ,” – ამბობს ორბანი. შრომის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს სავაჭრო გაერთიანებებიც ეწინააღმდეგებიან.

CNN წერს, რომ ოთხშაბათს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს არაფერი გაუკეთებია იმის მიმანიშნებელი, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის გაფრთხილებების გათვალისწინებას აპირებს. პირიქით, შემოაქვს ახალი კანონები, რომლებსაც მოწინააღმდეგეები მისი ძალაუფლების კიდევ უფრო განმტკიცების საფუძვლად მიიჩნევენ.


უნგრეთის ევროსკეპტიკოსი, ანტილიბერალური განწყობებით გამორჩეული პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 8-წლიანი პაუზის შემდეგ, 2010 წელს დაბრუნდა და მას შემდეგ იკავებს აღნიშნულ თანამდებობას.

უნგრეთის ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები, ევროპარლამენტის მსგავსად, ორბანს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, მედიაზე ზეწოლას, სახელმწიფო უწყებების და სასამართლოს მისდამი ლოიალურად განწყობილი კადრებით დაკომპლექტებასა და საარჩევნო სისტემის საკუთარ თავზე მორგებას ედავებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი