ახალი ამბებირეკლამა

ჩართე როუმინგის ინტერნეტი და მიიღე საჩუქრად სამოგზაურო დაზღვევა

13 დეკემბერი, 2018 • 1543
ჩართე როუმინგის ინტერნეტი და მიიღე საჩუქრად სამოგზაურო დაზღვევა

დღეიდან „ჯიპიაი“-სა და „ბილაინის“ მომხმარებლები ისარგებლებენ ახალი პროდუქტით, რომლის მეშვეობითაც შეიძენენ  როუმინგის მომსახურებას და საჩუქრად მიიღებენ სამოგზაურო დაზღვევას.

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“, ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი და  მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრი,  საქართველოში პირველად, მომხმარებელს სთავაზობენ ერთობლივ პროდუქტს, რომელიც აერთიანებს როუმინგის მომსახურებას და სამოგზაურო დაზღვევას. შედეგად, ბილაინის როუმინგის ინტერნეტპაკეტის შეძენისას, მომხმარებელი ავტომატურად, უფასოდ ისარგებლებს ჯიპიაი ჰოლდინგის სამოგზაურო დაზღვევით.  ამ ორი მომსახურების გაერთიანება გადაწყდა მისი პოპულარულობიდან გამომდინარე – საზღვარგარეთ საქმიანი მოგზაურობისას თუ დასასვენებლად გამგზავრების დროს, სამოგზაურო დაზღვევა და მობილური ინტერენტი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია. ჯიპიაისა და ბილაინის ახალი პროდუქტი  უზოგავს მომხმარებელს ფინანსებს და დროს, ვინაიდან მას აღარ უწევს დაზღვევაზე დამატებით არც განაცხადის შევსება და არც თანხის გადახდა. ხსენებული პროდუქტით სარგებლობას მომხმარებელი 20 დეკემბრიდან შეძლებს, რისთვისაც საკმარისია ეწვიოს ბილაინის ვებგვერდს www.beeline.ge ან მობილურ აპლიკაციას MyBeeline.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „მობილური ოპერატორის მომსახურებაში დაზღვევის ინტეგრაცია უაღრესად ხელსაყრელია მომხმარებლისთვის და ამის არაერთი პრეცედენტი არსებობს მსოფლიოში და მოხარულები ვართ, რომ პირველი ნაბიჯი საქართველოში ჩვენ ბილაინთან ერთად გადავდგით. ეს მხოლოდ დასაწისია – ჩვენ რამდენიმე მასშტაბურ პროექტზე ვაგრძელებთ მუშაობას, რაც ჩვენი კომპანიების ასიათასობით მომხმარებელს სარგებელს მოუტანს. კონკრეტულად ამ საპილოტე პროექტით, ბილაინის ყველა მომხმარებელი, რომელიც როუმინგის ინტერნეტით სარგებლობს, ავტომატურად გაიაქტიურებს დაზღვევას 50,000 ევროს ლიმიტით და დაცულად იმოგზაურებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.“

„მოხარული ვართ, რომ საიმედო და წარმატებულ პარტნიორთან, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგთან“ ერთად მომხმარებელს ვთავაზობთ მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც მას ცხოვრებას გაუმარტივებს. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ „ბილაინის“ მომხმარებელს შევუმსუბუქოთ, ან სულაც ავაცილოთ ყოველდღიური საზრუნავი, იმისთვის რომ გაცილებით უფრო მეტი დრო დარჩეს საკუთარი თავისთვის და სიამოვნებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოგზაურობისთვის მზადების დროს და ამ ერთობლივი პროდუქტით, მომხამრებელს მინიმუმ ერთი საზრუნავით ნაკლები ექნება,“ განაცხადა „ვიონი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, ანჯეი მალინოვსკიმ.

ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ და ხელმისაწვდომ როუმინგის მომსახურებას, რომელიც მოიცავს ზარების განხორციელებასა და მიღებას, SMS სერვისს და მობილურ ინტერნეტს. ბილაინის როუმინგის ჩასართავად მომხმარებელს არ სჭირდება კოდის აკრეფა; როუმინგი ავტომატურად ირთვება საზღვარგარეთ ყოფნისას და მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ მომსახურების საფასურს, რომელიც გამოიყენა. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა მოცულობის როუმინგის ინტერნეტპაკეტებით, საჭიროების მიხედვით.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამოგზაურო დაზღვევის პოლისი 50,000 ევროს ფარგლებში ფარავს უცხოეთში ყოფნისას გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს – იქნება ეს ტრავმა, უეცარი ავადმყოფობა, თუ ჯანმრთელობის სხვა მოელოდნელი პრობლემები. საერთაშორისო ასისტანსი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოქმედებს. წლის დასაწყისიდან სამოგზაურო დაზღვევით ჯიპიაი-მ 289,000 ლარი აუანაზღაურა თავის დაზღვეულებს. 2018 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით „ჯიპიაი ჰოლდინგი“ პირველი კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც ბაზრის 24% უჭირავს.

შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ

შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში VEON-ი, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. „ვიონი საქართველო“ ასევე წარმოადგენს პერსონალური ინტერნეტპლატფორმა VEON-ის ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრია და  წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც სადაზღვევო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს მომხარებელს ქვეყნის ყველა კუთხეში. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც სადაზღვევო სერვისები ონლაინ დანერგა ინტერნეტ პორტალ www.mygpi.ge-სა და მობილური აპლიკაცია mygpi-ს საშუალებით. ონლაინ გაცხადებულ ზარალზე ანაზღუარების მიღება დღეს ერთ სამუშაო დღეშია შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი