კოალიციის ოფისში “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა გიორგი გეგეჭკორმა სპეციალური ბრიფინგი გამართა: 

 

“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ ყალიბდება დესტრუქციულ ძალად, რომელიც პირადი მიზნების მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი. გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობისთვის საზღვარზე შეაჩერეს. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ ფაქტის უარყოფის მიუხედავად, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ადასტურებს ბაქოში, საბაჟო ტერმინალზე დეპუტატების მიერ არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტს, საუბარია მილიონამდე აშშ დოლარზე. სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შავი ფულით და უკანონო მეთოდებით ბრძოლას არ იშლის და არალეგალური გზებით ცდილობს საკუთარი მიზნების მიღწევას. საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ამგვარი ქმედება აზარალებს არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პროცესს, არამედ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსაც “– განაცხადა გიორგი გეგეჭკორმა. 

 

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭირს დემოკრატიულ, ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოსთან შეგუება:” ვიმედოვნებთ, მომხდარს საზოგადოების მხრიდან ადეკვატური შეაფასება მოჰყვება.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის წევრები- ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში საბაჟო ტერმინალის თანამშრომლებმა გააჩერეს და მიმდინარეობს მოკვლევა, რომელიც თანხის გარკვეული ოდენობის შესაძლო არადეკლარირებას შეეხება.

 

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების, ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის ბაქოს აეროპორტში დაკავება არ დაადასტურეს.

 

ქართული ოცნება
ქართული ოცნება

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *