ახალი ამბები

აჭარაში 20 წლის ბიჭი დაიკარგა

18 ივნისი, 2014 • 1149
აჭარაში 20 წლის ბიჭი დაიკარგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  პრესსამსახურის ინფორმაციით, გაუჩინარებული ახალგაზრდის შესახებ ინფორმაცია სამართლადამცავ უწყებაში დღეს მიიღეს.  შს სამინისტრო 20 წლის ბიჭს ეძებს. 

 

დაკარგული ბიჭის მამა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი შვილი 16 ივნისს გაუჩინარდა. მისივე ინფორმაციით, ის თურქეთში სამუშაოდ იყო წასული და საქართველოს საზღვარი 16 ივნისს გადმოკვეთა. სოფლ ახალშენის რწმუნებულმა, მერაბ მგელაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გაუჩინარებული 16 ივნისს, დაახლოებით 17 საათზე, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველო-თურქეთის საზღვარი გადმოკვეთა, შეყვარებულს ტელეფონით სარფიდანვე ესაუბრა. გაუჩინარებულთან კონტაქტი ამის შემდეგ გაწყდა – გაითიშა მისი მობილური ტელეფონიც.

 

შს სამინისტროს ახალგაზრდას გაუჩინარების შესახებ ოჯახმა დღეს მიმართა. შს სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა. გასულ წელის ზაფხულში ახალშენში 17 წლის დარეჯან დიასამიძეც გაუჩინარდა. მისი პოვნა დღემდე ვერ მოხერხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი