ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლავროვი: სომხეთი ევრაზიულ კავშირში გაეროს მიერ აღიარებული საზღვრებით შევა

18 ივნისი, 2014 • • 1416
ლავროვი: სომხეთი ევრაზიულ კავშირში გაეროს მიერ აღიარებული საზღვრებით შევა

“საინტეგრაციო პროცესები ხორციელდება იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებიც საბაჟო კავშირში ერთიანდებიან. მთიანი ყარაბაღი არ არის ასეთი, თუმცა წარმოადგენს მოლაპარაკებების საგანს, იმ მოლაპარაკებებისა, რომლებიც შეთანხმებული პრინციპების საფუძველზე მიმდინარეობს”,- განაცხადა მინისტრმა.


ლავროვის თქმით, სომხეთმა ადრეც განაცხადა, რომ საინტეგრაციო პროცესებში გაეროს მიერ აღიარებული საზღვრებით მონაწილეობს.


“იგივე მოხდება ევრაზიული პროცესების ფარგლებშიც.”


აზერბაიჯანის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრისას ლავროვმა აღნიშნა, რომ ოფიციალური მიწვევა აზერბაიჯანს არ ჰქონია, თუმცა მოსკოვი ყოველთვის მოხარულია, როცა მისი პარტნიორები ევრაზიული სივრცის მიმართ ინტერესს იჩენენ.



კონფლიქტი სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას შორის 1988 წელს დაიწყო. 1994 წლის მაისში მხარეებმა მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რის შემდეგაც ეუთოს მინსკის ჯგუფი- რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ს თანათავმჯდომარეობით- ჯერჯერობით უშედეგო სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი