ახალი ამბები

შსს–მ “ტაბულას” გავრცელებულ კადრებში მონაწილე პოლიციელები სამსახურიდან დაითხოვა

18 ივნისი, 2014 • • 1070
შსს–მ  “ტაბულას” გავრცელებულ კადრებში მონაწილე პოლიციელები სამსახურიდან დაითხოვა

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცილურ განცხადებას ავრცელებს:

   

“გენერალური ინსპექციის დასკვნით, თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლები  დათხოვნილები არიან სამსახურიდან.

ოთხივე თანამშრომელს, „შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის შეეფარდათ დისციპლიური სახდელი – სამსახურიდან დათხოვნა” – ნათქვამია განცახდებაში. 

 

“ტაბულამ” შსს–ს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლების ჩხუბის კადრები დღეს გაავრცელა. მათი ინფორმაციით, შსს–ს თანამშრომლების ჩხუბი “ტაბულას” გადამღებმა ჯგუფმა შემთხვევით დააფიქსირა.

 

ვიდეოში ჩანს, როგორ აგინებს ერთ–ერთი პირი შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს. “ტაბულას” ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები აცხადებდნენ, რომ შემთხვევა მხოლოდ მეგობრული გარჩევა იყო და ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2014 წლის 17 ივნისს სამინისტროს თანამშრომლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შესახებ საპატრულო პოლიციიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი