ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სარგსიანი: ჩვენი საბაჟო კავშირში ინტეგრაცია ქართველ მეწარმეებს ახალ პერსპექტივას გაუხსნის

18 ივნისი, 2014 • • 1059
სარგსიანი: ჩვენი საბაჟო კავშირში ინტეგრაცია ქართველ მეწარმეებს ახალ პერსპექტივას გაუხსნის

სარგსიანის განცხადებით, ის ფაქტი, რომ სომხეთი საბაჟო კავშირის წევრი ხდება, ხოლო საქართველო ევროკავშირთან აფორმებს ასოცირების ხელშეკრულებას, ქვეყნების შემდეგომ ეკონომიკურ ურთიერთობაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება:

 

“ჩვენ შევეხეთ სომხეთის მონაწილეობის თემას ინტეგრაციულ პროცესში, რომელიც მიმდინარეობს ევრაზიის რეგიონში. ჩვენ ქართველ კოლეგებს წარვუდგინეთ ის სამუშაო, რომელიც სომხეთის მხრიდან ამ მიმართულებით განხორციელდა და ჩვენი სამომავლო პროგრამების შესახებ ვისაუბრეთ განსაკუთრებით ამ კონტექსტში. ყურადღება გავამახვილეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე საქართველოსთან ეკონომიკის სფეროში. მე მჯერა და ღრმად მწამს, რომ საქართველო, როდესაც 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და თავისუფალი სავაჭრო ზონის ნაწილი გახდება, ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, მათ შორის ჩვენი მეწარმეებისათვის, და გაიზრდება ინვესტიციები ჩვენს ქვყნებს შორის. მეორე მხრივ, სომხეთის წევრობა  საბაჟო კავშირში იმ ქართველი მეწარმეებისათვს იქნება პერსპექტივა, რომელთაც სომხეთში ინვესტიციების ჩადება და ახალი ბაზრის პოვნა უნდათ, ასევე, რუსეთსა და მთლიანად ამ რეგიონში”, – განაცხადა სარგსიანმა, რომელიც თბილისს დღეს ეწვია.


სერჟ სარგსიანი
სერჟ სარგსიანი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი