ახალი ამბები

შსს: პოლიციელების ჩხუბის საქმეს გენინსპექცია იძიებს

18 ივნისი, 2014 • • 1126
შსს: პოლიციელების ჩხუბის საქმეს გენინსპექცია იძიებს

“ამ ფაქტთან დაკავშირებით გენინსპექციაშია საქმე გადაგზავნილი”, – აცხადებენ შსს–ში. დაიკითხნენ თუ არა პოლიციელები, ამ და სხვა დეტალების შესახებ სამინსიტროში არ საუბრობს.

 

შეგახსენებთ, რომ შსს–ს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლების ჩხუბის კადრები “ტაბულამ” გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, როგორ აგინებს ერთ–ერთი პირი შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს. “ტაბულას” ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები აცხადებდნენ, რომ შემთხვევა მხოლოდ მეგობრული გარჩევა იყო და ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი