საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, საშობაო ბაზრობის სიახლოვეს სროლის შედეგად სულ ცოტა ერთი ადამიანი დაიღუპა, – იუწყება BBC.
The Guardian-ის თანახმად, სულ ცოტა 10 ადამიანი მაინც დაშავდა.
BBC-ის თანახმად, პოლიცია აცხადებს, რომ მსროლელი ჯერ კიდევ [თბილისის დროით 12 დეკემბერს, 00:50 საათზე] არ დაუკავებიათ.
ინციდენტის გამო სტრასბურგში მდებარე ევროპარლამენტი დროებით დალუქეს. ევროპარლამენტის წევრმა ბრიტანეთიდან, რიჩარდ კორბეტმა, დატვიტა, რომ ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა და სროლის შემდეგ ეს რესტორანიც დალუქეს. მისი თქმით, დაუზუსტებელი ცნობებით, სამი ადამიანია მოკლული.