ახალი ამბები

“ტაბულა” შსს–ს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლების ჩხუბის კადრებს ავრცელებს

18 ივნისი, 2014 • • 1285
“ტაბულა” შსს–ს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლების ჩხუბის კადრებს ავრცელებს

ვიდეოში ჩანს, როგორ აგინებს ერთ–ერთი პირი შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს. “ტაბულას” ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები აცხადებდნენ, რომ შემთხვევა მხოლოდ მეგობრული გარჩევა იყო და ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ. 

 

მათივე ცნობით, ინციდენტში ინციდენტში მონაწილეობდნენ პოლიციის მაიორი რამაზ კაკალაშვილი, ასევე- შსს-ს თანამშრომლები გივი გამეზარდაშვილი, გიორგი აფციაური და ირაკლი დარახველიძე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, ამიტომ უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა შსს–ს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს.

 

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ პოლიციელების საქმით, რომლებიც სანაპიროზე ნასვამ მდგომარეობაში ჩხუბობდნენ, შსს-ს გენერალური ინსპექცია უნდა დაინტერესდეს:

 

“არ მინახავს ეს კადრები და თუ არის მსგავსი კადრები, ამას ნახავს გენერალური ინსპექცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ასეთი სტრუქტურა და ისინი შეისწავლიან ამ კადრებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ დღეს გამართული პარლამენტის ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ. 

 

სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური:

 

“თუ კანონია დარღვეული, კანონმა უნდა იმოქმედოს. მე არ მინახავს ეს კადრები და ვერაფერს გეტყვით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი