2018 წლის 12 დეკემბერს თბილისს ვიზიტით ეწვევა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში აპატურაი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან.

მათივე ინფორმაციით, იგი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საჯარო ლექციას გამართავს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.