ახალი ამბები

ჩატარდება თუ არა შეწყალების კომისიის კიდევ ერთი სხდომა მარგველაშვილის პრეზიდენტობისას

11 დეკემბერი, 2018 • 1655
ჩატარდება თუ არა შეწყალების კომისიის კიდევ ერთი სხდომა მარგველაშვილის პრეზიდენტობისას

ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ჯგუფის, “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტმა დავით სუბელიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატიმართა ოჯახის წევრების ცნობით, შეწყალების კომისიის სხდომა 11 დეკემბერს აღარ ჩატარებულა და შესაძლოა საერთოდ აღარ ჩატარდეს.

ეს სხდომა, მათივე ცნობით, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ბოლო იქნებოდა.

სუბელიანმა მიმართა შეწყალების კომისიის ხელმძღვანელს, ზვიად ქორიძეს, აეხსნა ვითარება. ქორიძემ იმავე საღამოს უპასუხა საჯარო მიმართვას.

ქორიძის თანახმად, შეწყალების კომისია მუდმივმოქმედია და პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე მუშაობს.

“ჩვენი კომისიაც 16 დეკემბრამდე მოქმედებს და იგი მიაწვდის რეკომენდაციებს პრეზიდენტს იმის გათვალისწინებით, გეგმავს თუ არა პრეზიდენტი შეწყალებას”, – წერს ქორიძე.

მისივე თქმით, ეს “სამუშაო პროცესია” და საჯაროდ განხილვა გაუმართლებლად მიაჩნია.

“ჩვენ ვმუშაობთ და რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, საზოგადოებას აუცილებლად ვამცნობთ”, – წერს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი