ახალი ამბები

შსს: თაღლითებმა სექსმომსახურების დაპირების სანაცვლოდ 14 მოქალაქის ფული მიითვისეს

18 ივნისი, 2014 • • 1070
შსს: თაღლითებმა სექსმომსახურების დაპირების სანაცვლოდ 14 მოქალაქის ფული მიითვისეს

სამართალდამცავებმა 22 წლის ნინო კ. და 26 წლის ანრი ჯ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციის ცნობით, დაკავებულებმა 14 სხვადასხვა მოქალაქის კუთვნილი 775 ლარის ოდენობის თანხა მიითვისეს.

 

გამოძიების ინფორმაციით, ნინო კ. სოციალური ქსელის საშუალებით თანხის სანაცვლოდ მამაკაცებს შეხვედრას სთავაზობდა, „აჭარაბეთის“ საკუთარ ანგარიშზე მათ სხვადასხვა ოდენობის თანხას წინასწარ არიცხვინებდა და თანამზრახველ ანრი ჯ-სთან ერთად ფულს ითვისებდა.

 

პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი ბინიდან პორტატული კომპიუტერი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით, ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მიმდინარეობს. 

პოლიციამ კომერციულ სექს-ბიზნესში ჩართული ორი პირი დააკავა
პოლიციამ კომერციულ სექს-ბიზნესში ჩართული ორი პირი დააკავა

მასალების გადაბეჭდვის წესი