ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“მიგრანტებს სომხეთიდან რუსეთში პრივილეგირებულთა სტატუსი მიენიჭება”

16 ივნისი, 2014 • • 1184
“მიგრანტებს სომხეთიდან რუსეთში პრივილეგირებულთა სტატუსი მიენიჭება”

“რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ სომხეთი ევრაზიის კავშირს მალე მიუერთდება, და ყველა საკითხი სამართლებრივად გადაწყდება. თუმცა ისინი შემხვედრ ნაბიჯზე წამოვიდნენ, რომ საკითხი ახლავე დარეგულირდეს და აღარ მოგვიწიოს კავშირში შესვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ლოდინი,”- განაცხადა ნაგდალიანმა.

მისი თქმით, სომხეთიდან მიგრანტებს რუსეთში პრობლემები მიმდინარე წლის იანვრიდან, ახალი საემიგრაციო რეგულაციების დაწესების შემდეგ შეექმნათ. რეგულაციების შესაბამისად, რუსეთში კანონმდებლობის დამრღვევი უცხო პირების მიმართ ქვეყანაში შესვლისა და გამოსვლის დროს ცალკეული სანქციები იქნება გამოყენებული. 

“ჩვენი ინფორმაიით, 170 ათასი სომეხი მსგავსი რისკის ქვეშაა.”


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი