ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მარნეულში 86-დან 79 უბანი დათვლილია და დათვლილი ხმების 52.48% მერაბ თოფჩიშვილმა მიიღო. ხოლო ”ერთიანი ნაციოალური მოძრაობის” კანდიდატი აკმამედ იმამყულიევი მეორე ადგილს იკავებს და 31.75% აქვს.
მერაბ თოფჩიშვილის მოხსნის გადაწყვეტილება კოალიციის პოლიტსაბჭომ მიიღო, თუმცა მერაბ თოფჩიშვილი საარჩევნო კამპანიას აგრძელებდა და აცხადებდა, რომ ამომრჩეველს იმედს ვერ გაუცრუებდა:
“ჩემს მრავალრიცხოვან ამომრჩევლებს, მათ შორის აზერბაიჯანელებს და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ჩემი და ქვეყნის ინტერესების გვერდით იდგნენ, მე იმედებს ვერ გავუცრუებ. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის”, – აცხადებდა თოფჩიშვილი.






