ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ექს პრეზიდენტი ქოჩარიანი ისევ დააპატიმრეს

8 დეკემბერი, 2018 • 1086
სომხეთის ექს პრეზიდენტი ქოჩარიანი ისევ დააპატიმრეს

სომხეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააპატიმრეს. ქოჩარიანს კონსტიტუციური წყობის დამხობა ედება ბრალად.

თავად ქოჩარიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის სასამართლოზე ზეწოლას უკავშირებს.

სომხეთის საკასაციო სასამართლომ 15 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა  მისი ქოჩარიანის პატიმრობიდან გათავისფლებაზე, რის შემდეგაც მის თავიდან დაპატიმრებაზე საკითხი სააპელაციოში იყო შეტანილი.

სომხეთში ახალი ხელისუფლების, კერძოდ, ნიკოლ ფაშიანიანის მოსვლის შემდეგ ყოფილ მაღალჩინოსნებზე რიგი საქმეები აღიძრა. მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანზე, რომელიც 2018 წლის 27 ივლისს დააკავეს 2008 წლის 1-2 მარტის აქციის დაშლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წყობის დამხობის ბრალდებით. 13 აგვისტოს სასამართლომ ის ხელშეუხებლობის მიზეზით გაათავისუფლა.

საქმე შეეხება 2008 წლის 1-2 მარტის მოვლენებს, როდესაც მიტინგის დროს პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, 250 კი დაშავდა. მაშინ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს სწორედ რობერტ ქოჩარიანი იკავებდა.

ამავე საქმეზე სომხეთის მეორე პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ქოჩარიანის მტკიცებით, ფაშიანიანმა მას პატივი და ღირსება შეულახა, როდესაც 2008 წლის 1 მარტის აქციის დროს დაპირისპირების შედეგად აქციის მონაწილეთა მკვლელობაში დაადანაშაულა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი