ახალი ამბები

შესაძლო საკადრო ცვლილებები “იმედში”

16 ივნისი, 2014 •
შესაძლო საკადრო ცვლილებები “იმედში”

ნეტგაზეთი ტელეკომპანია “იმედის’ ორ სხვადასხვა თანამშრომელს ესაუბრა და ორივე მათგანმა განაცხადა, რომ ბაია ცანავა, ისევე როგორც გენერალური დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და ფინანსური დირექტორი გიორგი ბახტაძე, ამ დრომდე დაკავებულ თანამდებობებზე რჩებიან, თუმცა ახლო მომავალში საკადრო ცვლილებებია დაგეგმილი.

 

ორივე თანამშრომელი, რომელთაც ნეტგაზეთი ესაუბრა, აცხადებს, რომ ტოპმენეჯმენტში საკადრო ცვლილებებზე საუბარი დღეს არ დაწყებულა, რაც, მათი თქმით, ნიშნავს იმას, რომ საყევარიშვილისა და ცანავას პოსტიდან შესაძლო გადადგომა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემაზე ჩატარებულ ეგზიტპოლებს არ უკავშირდება.

 

ამასთან, პოსტების დატოვების შემთხვევაში ცანავამ შესაძლოა არხის სამეთვალყურეო საბჭოში გააგრძელოს საქმიანობა, ხოლო ბახტაძემ და საყევარიშვილმა – პატარკაციშვილების ოჯახის კუთვნილ კომპანია ჯორჯიან მედიაპროდაქშენ გრუპში.

 

ბაია ცანავა და რევაზ საყევარიშვილი/likakazbegi.ge-სა და media.ge–ს ფოტოები
ბაია ცანავა და რევაზ საყევარიშვილი/likakazbegi.ge-სა და media.ge–ს ფოტოები

 

 ნეტგაზეთის ინფორმაციით, “იმედში” ასევე განიხილვის თემაა დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტების, ნათია აბრამიასა და ირაკლი იმნაიშვილის შესაძლო დასაქმება ტელეკომპანიის ტოპმენეჯმენტში, თუმცა ნათია აბრამიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ არც ის და არც ირაკლი იმნაიშვილი ამჟამინდელი სამუშაო ადგილის, BBC-ის დატოვებას არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი