ახალი ამბებიგართობა

Marvel-მა შურისმაძიებლების ახალი ფილმის პირველი თრეილერი გამოაქვეყნა [ვიდეო]

7 დეკემბერი, 2018 • 2474
Marvel-მა შურისმაძიებლების ახალი ფილმის პირველი თრეილერი გამოაქვეყნა [ვიდეო]

მარველმა “უსასრულობის ომის” შემდეგ “შურისმაძიებლების” პირველი თრეილერი გამოაქვეყნა. თრეილერიდან ირკვევა, რომ ფილმის სახელწოდება EndGame იქნება.

თრეილერიდან ვიგებთ, რომ ტიტანზე თანოსთან დაპირისპირების შემდეგ ტონი სტარკი (რკინის კაცი) დედამიწაზე დაბრუნებას ვერ ახერხებს და კოსმოსში საკვების, წყლის და ჟანგბადის გარეშეა დარჩენილი. მარველის კინოსამყაროს დანარჩენი სუპერგმირები კი, მათ შორის, კაპიტანი ამერიკა, თორი შავი ქვრივი და ბრუს ბენერი თანოსის ნამოქმედარის გამოსწორებას ცდილობენ.

თრეილერის ბოლოს ვხედავთ ენთ მენს, რომელიც საკუთარ სოლო ფილმში კვანტურ რეალობაში ჩარჩა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოახერხა სკოტ ლენგმა კვანტური რეალობიდან თავის დაღწევა და მარველის სხვა სუპერგმირებთან დაკავშირება.

თრეილერში ასევე ჩანს  Hawkeye-ს როლის შემსრულებელი ჯერემი რენერი, რომელმაც შურისმაძიებლების წინა ფილმი, “უსასრულობის ომის” გამოტოვა.

ფილმის პრემიერა 2019 წლის აპრილში შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი