აზერბაიჯანში მამაკაცმა ყოფილი ცოლი ქორწილის დღეს მოკლა

აზერბაიჯანული გამოცემა apa.az-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის გიადაბეის რაიონში მომხდარი მკვლელობის მიზეზი გახსნილია – პოლიციის ვერსიით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. 

შემთხვევა რაიონის ცენტრში, სილამაზის სალონში მოხდა. თვითმხილველების განმარტებით, ქალი იმ დღეს დაქორწინებას აპირებდა. 

 

პოლიციის ცნობით, მკვლელი ამ დრომდე არ არის დაკავებული, თუმცა მის დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. 



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   





ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი