ახალი ამბები

რატომ დატოვა გრიგორ ბაიბურთმა TV3-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა

13 ივნისი, 2014 •
რატომ დატოვა გრიგორ ბაიბურთმა TV3-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა

ბაიბურთის ამბობს, რომ გასულ კვირაში ორი შემოთავაზება  მიიიღო და ტელეკომპანიის დამფუძნებლებს უკვე მიმართა თხოვნით გადადგომის შესახებ.

 

“ორივე წინადადება არის ძალიან საინტერესო ჩემთვის. ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემში ცოცხლობს ავანტიურისტი. ტელევიზიაში რომ მოვდიოდი, არანაირი გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ გავრისკე. ახლაც ვაღიარებ, რომ უზარმაზარი გამოცდილება მივიღე. უფრო ახლოს გავიცანი მედია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ამ ხუთი თვის განმავლობაში, რაც მე შევძელი და ჩემმა გუნდა, ძალიან კარგი შედეგია, რეიტინგებსაც რომ დავაკვირდეთ. თუმცა მე არსად არ ვჩერდები, ახალ გამოწვევებს ვეძებ. რა შემოთავაზებაც არის, არის ძალიან საინტერესო, იმ კვირაში მივიღებ გადაწყვეტილებას, რა მიმართულებით წავალ,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” გრიგორ ბაიბურთმა. 

 

ბაიბურთის თქმით, არც ერთი შემოთავაზება მედიას არ უკავშირდება, თუმცა, კონკრეტულად რომელ შემოთავაზებას დათანხმდება, მომავალ კვირას გახდება ცნობილი. 

 

გრიგორ ბაიბურთი
გრიგორ ბაიბურთი

გრიგორ ბაიბურთი TV3-ის 10%-იანი წილის ერთ-ერთმა მმართველმა ლალი ეგაძემ ჩაანაცვლა. გრიგორ ბაიბურთმა აღნიშნულ თანამდებობაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბაინდურაშვილი 2014 წლის 17 იანვარს შეცვალა. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში იკავებდა ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს, მათ შორის კახა ბაინდურაშვილის ფინანსთა მინისტრობის დროს.

 

ბაიბურთი ასევე იყო სსიპ–საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი. მისი მამა ვან ბაიბურთი პარლამენტის ყოფილი წევრი და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი