ახალი ამბები

მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში სამედიცინო კაბინეტები გაიხსნება

13 ივნისი, 2014 • • 1048
მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში სამედიცინო კაბინეტები გაიხსნება

პროექტის ფარგლებში სკოლის ექიმი დახმარებას აღმოუჩენს სკოლის მოსწავლეებს, დაგეგმავს და განახორციელებს ჯანმრთელობის ხელსეწყობის ღონისძიებებს, ხელს შეუწყობს ქრონიკული დაავადებების პრევენციას, გაავრცელებს იმუნიზაციისა და ინფექციური დაავადებების შესახებ ინფორმაციას, სკოლის მასწავლებლები და მშობლები მიიღებენ ინფორმაციას მოსწავლეების ჯანმრთელობის შესახებ, სკოლები აქტიურად ჩაერთვებიან იმუნიზაციის ხელშემწყობ პროცესში. 

 

განათლების სამინიტროში დღეს გამართულ პრესკონცფერენციაზე განაცხადეს, რომ სამედიცინო კაბინეტები აღჭურვილი იქნებიან მედიკამენტებით. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. 

 

დავით სერგეენკომ განმარტა, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა აქტიურად ითანამშრომლეს აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის. მინისტრის თქმით, სკოლის ექიმებად დასაქმდებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული პირები, რომლებისაც ექნებათ სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი. 

 

“წლების განმავლობაში სკოლები დამოკიდებული იყვნენ სასწრაფო სამეიდიცნო დახმარების მომსახურებაზე და არ იყვნენ ჩართული იმუნიზაციის ხელშემყობ პროცესში”, – განაცხადა მინისტრმა. 

განათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი