ახალი ამბები

ოპოზიცია არჩევნების შედეგის გაბათილების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეიტანს

2 დეკემბერი, 2018 • 1445
ოპოზიცია არჩევნების შედეგის გაბათილების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ოპოზიცია არჩევნების შედეგის გაბათილების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეტანას გეგმავს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, რომელიც ცესკოს მონაცემებით დამარცხდა, თბილისში მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების ლეგიტიმურობას და სასამართლოის მიმართავენ.

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას “პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად” სამუშაო ჯგუფის შექმნა სთავაზობს და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა და არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

“ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ: შექმენით სამუშაო ჯგუფი, თუნდაც ხუთი კაცის შემადგენლობით. ჩვენც ზუსტად ამავე რაოდენობით შევქმნით ჩვენს დელეგაციას და სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ, ცივილიზებულად, სამართლებრივად დავჯდეთ და ერთად გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან.

ვადას გაძლევთ 16 დეკემბრამდე. სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდეგი ნაბიჯები”, – აღნიშნა მან.

ვაშაძის თქმით, ოპოზიცია არ აპირებს, კონსტიტუციის ფარგლებს გასცდეს და ხელისუფლებას, ხალხთან ერთად, “სამართლებრივად დაამარცხებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი