ახალი ამბები

ისტორიული ვერცხლი: ქართველი სპორტსმენის წარმატება კუდოს ჩემპიონატზე

2 დეკემბერი, 2018 • 2691
ისტორიული ვერცხლი: ქართველი სპორტსმენის წარმატება კუდოს ჩემპიონატზე

ქართველმა სპორტსმენმა რაულ თუთარაულმა იაპონიაში მიმდინარე კუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ფინალური შეხვედრა მოწინააღმდეგე გეგამ ნამავაზიანთან დათმო.

კუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ნეკნის ტრავმის გართულების ფონზე, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დამატებით დროში ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

თუმცა, რაულ თუთარაულის ვერცხლს ყველა შემთხვევაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: საქართველოს ისტორიაში ეს პირველი მედალია კუდოს – აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი სახეობის ჩემპიონატიდან.

მანამდე, ნახევარფინალში, რაულმა რუსი მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალამდე კი ლიეტუვისა და იაპონიის წარმომადგენლებს სძლია.

კუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც იაპონიის ქალაქ ნაგოიაში 1-2 დეკემბერს მიმდინარეობდა, დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი