ახალი ამბები

ქართველმა სპორტსმენმა რუსი მეტოქე დაამარცხა კუდოს ჩემპიონატის ნახევარფინალში

2 დეკემბერი, 2018 • 1796
ქართველმა სპორტსმენმა რუსი მეტოქე დაამარცხა კუდოს ჩემპიონატის ნახევარფინალში

იაპონიაში კუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მებრძოლმა რაულ თუთარაულმა რუსი სპორტსმენი დაამარცხა.

საქართველოს კუდოს ნაკრების კაპიტანმა რუს მეტოქეს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში დამაჯერებლად სძლია. თუთარაულმა გამარჯვების შემდეგ სიხარული ემოციურად გამოხატა.

ნახევარფინალამდე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯერ ლიეტუვას ნაკრების წევრს, იგნას ბარისას მოუგო, შემდეგ კი იაპონელი სოიამა რიოტა დაამარცხა.

ფინალური შეხვედრები დღეს, 11 საათზე დაიწყება.

აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების ერთ–ერთი სახეობის, კუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი ქალაქ ნაგოიაში 1-2 დეკემბერს იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი