ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში რუსი ჟურნალისტის, კისელიოვის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ითხოვენ

12 ივნისი, 2014 • • 1383
სომხეთში რუსი ჟურნალისტის, კისელიოვის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ითხოვენ

კისელიოვმა განაცხადა, რომ სომხეთის რეალობიდან რუსული კულტურისა და ენის თანდათანობით გაქრობა რესპუბლიკის უსაფრთხოებას პრობლემას უქმნის. ამიტომ, მისი თქმით, “აუცილებელია რუსული ენისა და კულტურის წინ წაწევა ქვეყანაში და სომხეთის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ენის შესახებ კანონის შეცვლა.”  

 

დღესვე, სხდომაზე ოპოზიციური პარტიის “სომხური ეროვნული კონგრესის” დეპუტატმა, ნიკოლ პაშინიანმა კისელიოვის სიტყვებს შეურაცხმყოფელი უწოდა და შსს-ს მოუწოდა, რუსი ჟურნალისტი სომხეთში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. მან ასევე გააკრიტიკა დამსწრე დეპუტატები, რომლებიც, მისი თქმით, “არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე.” 

 

კისელიოვის განცხადება ასევე დაგმო ოპოზიციური პარტია “მემკვიდრეობის” დეპუტატმა ალექსანდრ აზრუმანიანმა, რომელმაც მას ცინიკური და სომხეთის სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი უწოდა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი