ნეტგაზეთი | აშშ ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს აშშ ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს – Netgazeti
RU | GE  

აშშ ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

30 ნოემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

“ვეთანხმებით ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ საარჩევნო კამპანიის წარმოება. ასევე, სხვა ხარვეზებთან ერთად, ვიზიარებთ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების შეშფოთებას სახელმწიფო რესუსრების ერთი მხარის სასარგებლოდ არასათანადოდ გამოყენების შესახებ”, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, ჰიზერ ჰაუერტის განცხადებაში.

აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, “აღმოფხვრას ეუთოს მისიისა და სხვა დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები”.

“შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, კეთილდღეობისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიულ მთლიანობისა და დასავლეთთან ინტეგრაციის მხარდაჭერას და გააგრძელებს საქართველოსთან მუშაობას საარჩევნო და დემოკრატიული რეფორმების სფეროში”, – წერია განცხადებაში.

ჰიზერ ნაუერტის ამ განცხადებამდე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ რობერტ პალადინომ განაცხადა, რომ აშშ ელის საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტთან თანამშრომლობას.

აშშ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას ელის – სახელმწიფო დეპარტამენტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com