7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ აშშ-ში, ალასკას შტატში, გზები დაანგრია, არაერთი საცხოვრებელი სახლი და შენობა კი დააზიანა. გუშინ, 30 ნოემბერს დაფიქსირებულ მიწისქვეშა ბიძგებს ცუნამის განგაშიც მოჰყვა, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა.
CNN-ის ცნობით, ბოლო 37 წლის მანძილზე რეგიონში დაფიქსირებული ველაზე ძლიერი მიწისძვრის ეპიცენტრი შტატის უდიდეს ქალაქ ანკორიჯიდან 10 მილის დაშორებით მდებარეობდა. მიწისძვრას არაერთი განმეორებით ბიძგი მოჰყვა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 5.7 მაგნიტუდისა იყო. სეისმოლოგები ე.წ. აფთერშოკებს მომდევნო დღეებსა და კვირებშიც ელიან.
მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ რამდენად ძლიერი ეფექტი ჰქონდა ბიძგებს: პანიკაში ჩავარდნილი ადამიანები სახლებში, სკოლებში თუ სამუშაო ადგილებზე ცდილობდნენ, საიმედო თავშესაფარი მოეძებნათ მაშინ, როცა კედლებიდან და თაროებიდან სხვადასხვა ნივთები ცვიოდა.
სტიქიით გამოწვეული ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ არაერთი საცხოვრებელი თუ სხვა შენობაა დაზიანებული. ერთ-ერთი მაგისტრალი კი, რომელიც ქალაქ ანკორიჯის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა, პოლიციის განცხადებით, “სრულიად განადგურდა”.
მიწისძვრის შედეგად ანკორიჯში მომუშავე მედიასაშუალებებიც დაზარალდნენ: ადგილობრივი ტელეკომპანია KTUU-ს მაუწყებლობა გარკვეული პერიოდის მანძილზე შეწყვეტილი იყო. კიდევ ერთი ტელევიზიის, KTVA-ს ოფისი კი იმდენად დაზიანდა, რომ თავდაპირველად, თანამშრომლები, სტუდიაში შესვლას ვერ ახერხებდნენ.
სტიქიის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადება გაავრცელა და ადგილობრივებს მოუწოდა, შესაბამისი უწყებების ინსტრუქციებს მიჰყვნენ.
Vine Road, south of Wasilla, was heavily damaged in by the #akearthquake. An aerial view today. pic.twitter.com/m9Qhr0rdzg
— Marc Lester (@marclesterphoto) November 30, 2018
This is what happened on the 6th floor of the Nesbett Courthouse during the Anchorage #earthquake. Both attorneys jumped under their desks. Evacuated the building after the shaking stopped. pic.twitter.com/dqHGPCv6XO
— Heather Hintze (@HeatherHintze) November 30, 2018
KTVA’s newsroom felt the blow of the earthquake this morning. #anchorage #alaska #earthquake #weather pic.twitter.com/d1SaxriGw9
— Cassie Schirm (@cassieschirmtv) November 30, 2018
EARTHQUAKE UPDATE: All APL locations are closed until further notice Friday 11-30-18. Please stay tuned for updates. pic.twitter.com/8B36JpMl67
— Anchorage Library (@anchlibrary) November 30, 2018