ახალი ამბები

კობახიძე პირობას დებს, რომ ეუთოს რეკომენდაციები კანონმდებლობაში აისახება

30 ნოემბერი, 2018 • 1435
კობახიძე პირობას დებს, რომ ეუთოს რეკომენდაციები კანონმდებლობაში აისახება

პარლამენტის თავმჯდომარე პირობას დებს, რომ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ეუთოს მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები “ზედმიწვენით შესწავლილი და მხედველობაში მიღებული იქნება”.

“ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმისათვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს ჩვენს კანონმდებლობაში”, – განაცხადა კობახიძემ.

“ამ რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა იმ ცვლილებებს, რომლებიც კანონმდბელობაში უნდა განხორციელდეს. ეს, ცხადია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, პარლამენტმა განსაკუთრებული პასუხსიმგებლობით უნდა შეასრულოს ეს ფუნქცია და უნდა განვახორციელოთ ის ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია უკეთესი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ მადლობა გადაუხადა დამკვირვებლებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, ამომრჩევლებს და ქვეყნის შესაბამის ორგანოებს.

“მიუხედავად საკმაოდ მძიმე და აგრესიული ფონისა, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ კონკრეტული პარტიები, მთლიანობაში ხელისუფლებამ შეძლო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით”, – თქვა კობახიძემ.

ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმაციას არ აღიარებს.

ამავე თემაზე

ვალების ჩამოწერა შეიძლება, უტოლდებოდეს ხმების ყიდვას – საერთაშორისო დამკვირვებლები

მასალების გადაბეჭდვის წესი