ახალი ამბები

ბურჯანაძის მხარდამჭერებმა კახი კალაძის წინააღმდეგ აქცია გამართეს

11 ივნისი, 2014 •
ბურჯანაძის მხარდამჭერებმა კახი კალაძის წინააღმდეგ აქცია გამართეს

როგორც პარტია „ნინო ბურჯანაძე –  ერთიანი ოპოზიციის“  წევრი დიმა ჭეიშვილი აცხადებს, მათი პროტესტის მიზეზი კახი კალაძის მიერ რუსთავის 2-ის ტოქშოუ “არჩევანში” ნინო ბურჯანაძისადმი გაკეთებული განცხადებები გახდა.

 

„26 მაისის აქციის მონაწილეებმა ქობულეთში როცა ნახეს ბატონი კახის განცხადება, გადავწყვიტეთ, რომ მივსულიყავით კახისთან და გვეთქვა, რომ ის არის დეზინფორმაციის მსხვერპლი (იმედია სხვა არაფერი და არა მიზანმიმართული მატყუარა) და შეცდომაში შეყავს ქართველი ერი. გვინდოდა მისთვის გაგვესწორებინა და რეალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა“, – განუცხადა „ბათუმელებს“ დიმა ჭეიშვილმა.

 

კახი კალაძე აქციის მონაწილეებს არ შეხვედრია. დიმა ჭეიშვილის განცხადებით, ის დღეს  აღნიშნულ თემაზე ბრიფინგის ჩატარებას გეგმავს და კახი კალაძეს დებატებში იწვევს.

 

დიმა ჭეიშვილი და მისი ხუთი თანაპარტიელი ბათუმში, 2011 წლის 21 მაისს აჭარის ტელევიზიასთან გამართული აქციის შემდეგ დააპატიმრეს. სასამართლომ ისინი დამნაშავედ გამოაცხადა და პატიმრობა მიუსაჯა. ყველა მათგანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი