ახალი ამბები

უგულავას პროცესზე პროკურორები კვლავ არ გამოცხადდნენ

10 ივნისი, 2014 •
უგულავას პროცესზე პროკურორები კვლავ არ გამოცხადდნენ

როგორც ნეტგაზეთს ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში განუცხადეს, პროკურატურა ამის მიზეზად კვლავაამ საქმეზე მიმაგრებული პროკურორების ბათუმში მივლინებას ასახელებს. მომდევნო პროცესი 20 ივნისს გაიმართება.


შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ “თბილისის განვითარების ფონდიდან” დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში ედავება. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის თანხის – 48 მილიონამდე ლარის წინასაარჩევნო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობისთვის” გამოყენებას. გიგი უგულავასთან ერთად საქმეზე ბრალდებულები არიან დავით ალავიძე, ალექსი თაბუაშვილი, დავით ავალიანი, დიმიტრი ჩხეიძე და გიორგი საბანიძე რომელიც ამჟამად ძებნაშია. უგულავა თბილისის მერის თანამდებობაზე მის აღდგენას ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება, ახალი მერის არჩევის შემდეგ კი მოქმედი მერის უფლებამოსილება შეწყდება.



მასალების გადაბეჭდვის წესი