ნეტგაზეთი | ერიტრეას დელეგაცია აფხაზეთში ერიტრეას დელეგაცია აფხაზეთში – Netgazeti
RU | GE  

ერიტრეას დელეგაცია აფხაზეთში

აპსნიპრესის ინფორმაციით, აფხაზეთში ერიტრეას ოფიციალური დელეგაცია იმყოფება. 

დელეგაციის წევრებს შორისაა ერიტრეას ელჩი რუსეთში, რომელიც აფხაზეთში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ მიიღო. 


ბგანბამ იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთსა და ერიტრეას შორის კავშირები დამყარდება. 

 

“იმედი მაქვს, რომ ისეთი ქვეყნების, როგორიც ერიტრეაა, რომელმაც აფხაზეთის მსგავსი ბედი გამოიარა, ჩვენი ქვეყნის დამოუკდებლობის აღიარებაში ნაბიჯებს გადადგამენ,”- განუცხადა დელეგაციის წარმომადგენლებს ბგანბამ.

 

“როდესაც თქვენ ყვებოდით აფხაზეთის ისტორიისა და აფხაზი ხალხის ტანჯვის შესახებ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ერიტრეას შესახებ ყვებოდით,”- განაცხადა ელჩმა თეკლაია მინასიე ასგედომმა. 

 

ელჩის თქმით, სამხრეთ ოსეთისა და ყირიმის შემდეგ, ერიტრეას საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტს აფხაზეთშიც გეგმავს.  


ერიტრეა აღმოსავლეთ აფრიკაში, წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ის 1993 წელს ეთიოპიას გამოეყო. 



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია