ახალი ამბები

მადლობა ყველას, ვინც არ გახდა ბოროტების თანაზიარი და არ შემოხაზა 5 – ბესელია

29 ნოემბერი, 2018 • 1321
მადლობა ყველას, ვინც არ გახდა ბოროტების თანაზიარი და არ შემოხაზა 5 – ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია მადლობას უხდის იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც მხარი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა. ბესელიას შეფასებით, ზურაბიშვილის მხარდაჭერით ამომრჩეველმა თავისუფლება აირჩია.

“გილოცავ, ჩემო საქართველო! ჩემი ქვეყნის გონიერო და ღირსეულო ამომრჩეველო, ვინც გაემიჯნე წარსულის სასტიკ ძალას და აირჩიე თავისუფლება! ამ თავისუფლებას არასოდეს დავთმობთ, რადგან ეს ბრძოლით მოვიპოვეთ. მადლობა ყველას, ვინც არ გახდა თანაზიარი სისასტიკის და ბოროტების და არ შემოხაზა ,,5″. გილოცავთ ამ თავისუფლებას !”,-წერს ეკა ბესელია.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მეორე ტურში ხმათა 59.52 %-ით “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი იმარჯვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი